გოლიათები – გამოძახილი მითებიდან ( ნაწილი 2 )

განვაგრძნობთ გოლიათებთან დაკავშირებით ლეგენდებში და მითებში ხეტიალს. გოლიათებთან შეხვედრას ძველი დროის მოგზაურებიც აღწერენ თავიანთ მოგონებებში. 1766 წელს ლონდონნს მოადგა გემი „დელფინი“ რომელსაც გენერალ-კაპიტანი ჯონ ბაირონი მართავდა (პოეტ ბაირონის ბაბუა). იმავე დღეს ქალაქი ჭორმა მოიცვა თითქოს მეზღვაურებს სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან გოლიათთა სოფლები უნახავთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციამ დიდად ვერ აღაფრთოვანა სხვა მეზღვაურები, რადგან გოლიათებთან შეხვედრა მათვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. Continue reading

Posted in მითები, მოსაზრება | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment

გოლიათები – გამოძახილი მითებიდან ( ნაწილი 1 )

როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის  დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ.

Continue reading

Posted in მოსაზრება | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

ჯვარი

ჯვარიქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები ~ხვთისშვილი~, ~ღვთისნადები~. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა ჯვარს ხატი შეესაბამება.

Posted in მითოლოგიური არსებები | Tagged | Leave a comment

ღვთისშვილები

ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.

Posted in მცირე ღვთაებები | Tagged , | Leave a comment

ყამარი

ყამარი

ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა
ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს – ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).

Posted in მითოლოგიური არსებები | Tagged | Leave a comment

ქაჯი

ქართულ მითოლოგიაში სულები; უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის – ღამედ, ღამის კი – დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.

Posted in მითოლოგიური არსებები | Tagged | Leave a comment

ფასკუნჯი

ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.

Posted in მითოლოგიური არსებები | Tagged , | Leave a comment