რამდენიმე თურქული დოკუმენტი საქართველოს ისტორიის შესახებ (1921)

წარმოგიდგენთ ბატონ როინ ყავრელიშვილის (ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – კოლეჯის რექტორი, ახალციხის და არტაანის უნივერსიტეტების პროფესორისტატიას სადაც მოკლედ არის განხილული `თურქეთის სამხედრო ისტორიული დოკუმენტების კვლევების ჟურნალში~ გამოქვეყნებული საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევისთვის საინტერესო დოკუმენტების ერთი ნაწილი [1] Continue Reading

XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია

XIX საუკუნის II ნახევრის სამცხე-ჯავახეთის ქართველი ინტელიგენცია და ტაო- კლარჯეთის დაბრუნების საკითხი

ქართველ საზოგადოებას ტაო-კლარჯეთის დაკარგული მხარის მიმართ ინტერესი გაუძლიერდა XIX საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებიდან, როდესაც აჭარასა და სხვა მხარეებში  მიმდინარეობდა აჯანყება ოსმალეთის მმართველობის წინააღმდეგ. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომში ქართველი ხალხი აქტიურად ჩაება და გმირულად იბრძოდა საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ამ ბრძოლას თანაუგრძნობდნენ ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურები. საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაბრუნებას მთელი ქართველი ხალხი აღტაცებით შეხვდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეების ერთგული სამცხე- ჯავახეთის ქართველი ინტელიგენციაც ენერგიულად შეუერთდა დაბრუნებული მხარის შესწავლისა და მასზე მზრუნველობის საქმეს. ისინი სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე კარგად ერკვეოდნენ ოსმალეთის ბატონობისაგან განთავისუფლებული ქართველობის მდგომარეობის თავისებურებებში. მათ შორის გამოირჩეოდნენ კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე, აფთიაქარი ილია ალხაზიშვილი, პუბლიცისტი სოლომონ ასლანიშვილი (ბავრელი) და სხვანი. ისინი გაზეთების _ `დროებისა~ და `ივერიის~_ ფურცლებზე ხშირად აქვეყნებდნენ სტატიებს თუ წერილებს ტაო- კლარჯეთის, იგივე ისტორიული სამცხე-საათაბაგოს კულტურის, ისტორიის, ომით დაზარალებული მოსახლეობის სირთულეების შესახებ, დროულად ეხმაურებოდნენ მათ ეროვნულ თუ რელიგიურ პრობლემებს. Continue Reading

გოლიათები – გამოძახილი მითებიდან ( ნაწილი 2 )

განვაგრძნობთ გოლიათებთან დაკავშირებით ლეგენდებში და მითებში ხეტიალს. გოლიათებთან შეხვედრას ძველი დროის მოგზაურებიც აღწერენ თავიანთ მოგონებებში. 1766 წელს ლონდონნს მოადგა გემი „დელფინი“ რომელსაც გენერალ-კაპიტანი ჯონ ბაირონი მართავდა (პოეტ ბაირონის ბაბუა). იმავე დღეს ქალაქი ჭორმა მოიცვა თითქოს მეზღვაურებს სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან გოლიათთა სოფლები უნახავთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციამ დიდად ვერ აღაფრთოვანა სხვა მეზღვაურები, რადგან გოლიათებთან შეხვედრა მათვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. Continue Reading

გოლიათები – გამოძახილი მითებიდან ( ნაწილი 1 )

როდესაც რაიმე ამბავი ადამიანის პრაგმატული გონებისთვის  დაუჯერებელი და მიუღებელია. მას თამამად არქმევს ზღაპარს. თუ ეს ამბავი მიუხედავალდ იმისა რომ მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო, ლამაზი, შეიცავს ფარულ გზავნილს ან ოდნავ მაინც არის რეალობასთან ახლოს, მაშინ ეს „ზღაპარი“ თაობებს გადაეცემა, ტრანსფორტმირდება, სახეს, მოქმედ პერსონაჟებს, საწყის ფორმას იცვლის, მაგრამ მაინც ინახავს თავის წიაღში მეტად საინტერესო გზავნილებს. კაცობრიობის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა რომ ის რასაც ჩვენი წინაპრები ზღაპრებში „იგონებდნენ“ , ფრინავი ხალიჩა, ჯადოსნური სარკე, მფრინავი რაში, გველეშაპები და გოლიათი რაინდები არც თუ ისე არარეალური და ზღაპრული პერსონაჟები და ხელსაწყოებია. და ამას ტრადიციული, აკადემიური მეცნიერების მიმდევრებიც ადასტურებენ.

Continue Reading

ჯვარი

ჯვარიქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები ~ხვთისშვილი~, ~ღვთისნადები~. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა ჯვარს ხატი შეესაბამება.

ღვთისშვილები

ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.

ყამარი

ყამარი

ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა
ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს – ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).