გოლიათები – გამოძახილი მითებიდან ( ნაწილი 2 )

განვაგრძნობთ გოლიათებთან დაკავშირებით ლეგენდებში და მითებში ხეტიალს. გოლიათებთან შეხვედრას ძველი დროის მოგზაურებიც აღწერენ თავიანთ მოგონებებში. 1766 წელს ლონდონნს მოადგა გემი „დელფინი“ რომელსაც გენერალ-კაპიტანი ჯონ ბაირონი მართავდა (პოეტ ბაირონის ბაბუა). იმავე დღეს ქალაქი ჭორმა მოიცვა თითქოს მეზღვაურებს სამხრეთ ამერიკის ნაპირებთან გოლიათთა სოფლები უნახავთ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ინფორმაციამ დიდად ვერ აღაფრთოვანა სხვა მეზღვაურები, რადგან გოლიათებთან შეხვედრა მათვის საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.ჯერ კიდევ მაგელანის მოგზაურობის დროს 1520 წელს, მის გემზე მყოფი ანტონიო პიგაფეტი, რომელსაც  ევალებოდა მოგზაურობის აღწერა, თავის ნარკვევებში მოგვითხრობს მათი ეკიპაჟის წევრებისა და სამხრეთამერიკელი გოლიათების რასის შეხვედრის ამბავს, რომლებსაც მაგელანმა „პატაგონიელები“ რაც დიდ ფეხას ნიშნავს, ხოლო ადგილს პატაგონია უწოდა.

„ჩვენ დავინახეთ გოგანტური ზომის შიშველი მამაკაცი,
რომელიც დახტოდა, მღეროდა და თავზე ნაცარს იყრიდა. კაპიტანმა ეკიპაჟის რამოდენიმე წევრს
 უბრძანა გოლიათის მოძრაობების გამეორება რათა მისი ნდობა დაგვემსახურებია. დავალების შესრულების შემდეგ ჩვენ შევძელით მასთან მიახლოება, გოლიათი კეთილგანწყობილი იყო ჩვენდამი, მან თითით ზეცისკენ მიგვითითა იმის ასახსნელად რომ ჩვენ ზეციდან ცამოსულები ვეგონეთ. ის ძალიან მაღალი იყო, ჩვენ მის თეძოსაც ძვლივს ვწვდებიდით.“

როგორც შემდეგ ირკვევა გოლიათს სხვა, მისივე ზომის გოლიათები შემოუერთდნენ  რომლებსაც ფეხზე უზარმაზარი მაკასინები
ეცვათ. ესენი აბორიგენი ტომის, „ტეხუელჩის“ წარმომადგენლები ყოფილან. ესოდენ საკვირველი
სანახავი არსებების გემზე აყვანის და სამშობლოში ჩამოყვანის სურვილით აღძრულმა ეკიპაჟის
წევრებმა, ნებით რომ ვერ დაითანხმეს გოლიათები, სამი მათგანი მოტყუებით შეიტყუეს გემბანზე, ბორკილები დაადეს და გაიტაცეს. როგორც ცხნობილია ამ მოგზაურობას ეკიპაჟის 20 წევრი ემსხვერპლა და მათ შორის სწორედ ის სამი გოლიათიც იყო რომლებმაც ვერ გაუძლეს გაუსაძლის პირობებს. 
არსებობს კიდევ ერთი ცნობა რომელიც ბერმა დონ ხუან დე არეისაგამ შემოგვინახა, რომელიც ასევესამხრეთ ამერიკას ეხება:

„ფეხით გავიარეთ ვიქტირიას ყურე და წავაწყდით პატაგონელთა უთვალავ ქოხს. პატაგონელი ქალებისა და კაცების დანახვაზე ჩვენ არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით, ამიტომ დავყარეთ იარაღები მიწაზე. მათაც მოგვბაძეს და დაყარეს თავიანთი მშვილდები. გავექანეთ ხელგაშლილნი მათთან შესახვედრად და ისინიც წამოემართნენ ჩვენსკენ. შეხვედრისას აღმოჩნდა რომ ჩვენ მათ თეძომდეც კი ვერ ვწვდებოდით. საკმაოდ თბილად მიგვიღეს. ჩვენ ვაჩუქეთ მათ ათაში წვრილმანი, ზანზალაკები, რომლებიც ბაწარზე გამოაბეს და ფეხის წვივებზე შეიბეს, რომელთა ჟღარუნი ძალზედ ახარებდათ. მძივები, სარკეები და ათასი რამ. მასპინძლებმა
კი გაგვიმასპინძლდნენ ათასი ნუკბარით, ლოსის უმი ხორცით და შემდეგ წყაროზე წაგვიყვანეს წყურვილის მოსაკლავად. ისინი ისეთი დიდები და ფეხმარდები იყვნენ რომ მათ ვერცერთი მარდი ცხენი ვერ დაეწეოდა. ისინი საკმაოდ მარჯვედ ისვრიან რამოდენიმე ფუტის სიმძიმის ლოდს საკმაოდ დიდ მანძილზე. საკმაოდ ხალისიანი და კეთილი ხალხია. სახეზე სხვადასხვა ფერის საღებავს ისმევენ ხოლო თავზე ძალიან ლამაზ, ჩიტის ფრთებიდან გაკეთებულ ქუდებს იფარებენ“

თუმცა რაკი საუბარი გახსენებაზე მიდგა, მოდით თვალი გადავავლოთ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა მითებსა და ლეგენდებს სადაც გოლიათებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს.

მითები

როგორც ზემოთ ავღნიშნე გოლიათ არც ბერძნული მითები უჩივიან უგოლიათობას. კრონოსი (რომაულ მითოლოგიაშიმას სატურნს უწოდებენ) ურანისა (ზეცის) და გეას (დადემიწის) შვილი, გეკანტოხეირებისა (რომლებიც საოცარი ძალით გამოირჩეოდნენ) და ციკლოპების (პირველისაგან
განსხვავებით გაცილებით ჭკვიანები იყვნენ მაგრამ ყოველგვარ ემოციას მოკლებულნი) ძმაა. მამას (ურანს) ისე ეშინოდა თავიანთი შვილების რომ გადაწყვიტა ისინი ქვესკნელში, ტარტარის
სამეფოში (მთაში) ჩაემწყვდია. დედა გეა, ძალიან შეწუხდა მისმიერ შობილი შვილების უკანვე დაბდუნებით და კრონოსთან ერთად შეთქმულება მოაწყო მამის, ურანის წინააღმდეგ. ზეციური „რევოლუციის“ მოსაწყობად კრონოსმა ტარტარიდან გაათავისუფლა ციკლოპები და გეკანტოხეირები
და დაამხო მამა. თუმცა მათი თავისუფლება დიდხნიანი არ ყოფილა. გამარჯვებულმა კრონოსმა ძმები კვლავ ტარტარში გამოამწყვდია.(ძველი ბერძნები ამბობდნენ რომ ვულკანიდან ამომავალი ხმაური სწორედ მათი ხმაა) თუმცა კრონოს მხოლოდ მისი ძმების არ ეშინოდა, მამის მსგავსად ის კონკურენტებს თავის შვილებშიც ხედავდა და ყოველ შვილს ჭამდა. ამით შეწუხებულმა მისმა დამ და ცოლმა (რეამ) მალულად შობილი შვილის ნაცვლად კრონოს ბავშვივით შეხვეული ლოდი მისცეს, რითაც პატარა ზევსი გადაურჩა მამის რისხვას. შემდეგ ყველაფერი განმეორდა, ზევსი გაიზარდა, გაათავისუფლა თავისი „ბიძები“ ტყვეობიდან, რომეთაც კარგად ახსოვდათ ძმის ღალატი. ასევე აიძულა კრონოსი თავისი ადრე გადასანსლული შილები უკან
დაებრუნებია. შემოიკრიბა რა საკმაოდ ძლევამოსილი მოკავშირეები გარშემო, ზევსმა ტიტანებს ომი გამოუცხადა.

სწორედ ამ ომში საბრძოლვეად გამოუჭედეს ციკლოპებმა ზევს მისი ცნობილი ელვა (იარაღი), პოსეიდონს სამკეპი. ასევე მათ ეკუთვნის არტემიდეს მშვილდიდა აიდის ჩაჩქანი. ერთი სიტყვით საკმაოდ სერიოზულად აღჭურვილმა ზევსის მოკავშირეებმა შესძლეს და კრონოსი, თავისი ტიტანებითურთ სწორედ იმ ტარტარის ქვაბულში ჩააბრუნეს სადაც ადრე თავად კრონოსი მალავდა თავის ძმებს. მათ მცველებად სწორედ ის ძლევამოსილი გეკატონხერები
დაუყენეს, ხოლო ციკლოპები გეფესტთან, სამჭედლოში დასაქმნდენ. სწორედ მათ მიაწერენ უზარმაზარი ციხეების აგებას ტარინფოში, მიკენში და პელეპონისის ნახევარკუნძილზე. 

 ინდუიზმი

„მამათა და შვილთა“ ბრძოლა გოლიათთა არსებობის ლეგენდებში ინდუიზმშიც გვხდება. აქ ორი სახის დემონური გოლიათია, და აქაც მათი მშობელი დადემიწის ღვთაება, ამ შემთხვევაში უმცროსი ქალ-ღვთაება დიტი-ა.  დიტის შვილები ლამობდნენ სამყარს ხელში ჩაგდებას რის გამოც ხშირად ომობდნენ ღმერთებთან. მათ შორის გამოირჩევა ორი ხარინიაკშა და ხარინიაკაშიპუ. პირველმა გოლიათმა ღმერთების გასაბრაზებლად ხმელეთი ჩაძირა წყალქვეშ. ამის შემყურე ღმერთმა ვიშნამ თეთრი ტახის სახე მიიღო, წყალში გადაეშვა და თავისი მხრებით ამოზიდა ჩაძირული ხმელეთი. გოლიათისა და ტახად ქცეული შივუს ბრძოლა 1000 წელს გრძელდებოდა როს შედეგადაც შივუმ ის მოკლა. ძმის სიკვდილით გაცეცხლებულმა ძმამ ხარინიაკაშიპუმ შურისძიება განიძრახა. მაგრამ თადარიკი დაიჭირა და ბრახმას შესთხოვა დახმარება. ბრახმამ მას უვნებლობა უბოძა, მაგრამ ამ უვნებლობის პირობა შემდეგნაირი იყო „ ის ვერ მოკვდებოდა ვერც დედამიწაზე, ვერც ცაში, ვერც ცეცხლისაგან და ვერც წყლისაგან, ვერც დღით და ვერც ღამით, ვერც სახლლის გარეთ და ვერც სახლის შიგნით, ვერც ადამიანის, ვერც ღმერთის და ვერც ცხოველის ხელიდან, ვერც სულჩადგმულ და ვერც უსულო საგნიდან“. ასეთი უვნებლობით შეიარაღებულმა გოლიათმა  ხელთ ჩაიგდო დედამიწის მართველობა და ვიშნას მიმდევრების დევნა დაიწყო. მათ შორის აღმოჩნდა მისი შვილი – პრახლადა. გოლიათი თავიდან შვილის გადმობირებას ეცადა, მაგრამ რომ ვერაფერი გამოუვიდა მისი მოკვლა განიზრახა, მაგრამ პრახლადა ვიშნამ დაიცვა და გადაარჩინა. ხარინიაკაშიპუს სიკვდილი მოულოდნელად ეწვია. შვილთან, საღამოს, სახლის კართან ერთ-ერთი რელიგიური დებატის დროს მან ჰკითხა შვილს, მართლა სჯერა თუ არა იმის რომ ვიშნუ ყველგან და ყველაფერში სუფევდა. შვილმა დაუმოწმა. თუ ასეა ესეიგი ამ ქვის კოლონაშიც უნდა იყოსო უთხრა ხარინიაკაშიპუმ, შვილი ამაშიც დაემოწმა. მაშინ მამამ დაკრა მახვილი და დაამსხვრია კოლონა იმის დასადასტურებლად რომ ვიშნა იქ არ იყო. დამტვრეული კოლონიდან გადმოვიდა ვიშნას ლომისთავა  ავატარი ნარაშიმხა (განსახიერება). ის მიუვარდა კოლონის წინ მუხლებზე მდომ გოლიათს გოლიათს, დაფლითა ის და კლანჭებით სიცოცხლეს გამოასალმა. ავატარი არც აადმიანი იყო, არც ღმერთი და არც ცხოველი, მუხლებზე მდგარი გოლიათი არც მიწაზე იყო და არც ჰაერში, კლანჭები კი არც უსულო საგანი იყო და არც სულჩადგმული, მკვლელობა არც დღითი მომხდარა და არც ღამით (საღამო) არც სახლში და არც სახლს გარეთ (კარების ზღურბლზე). ასე დამარცხდა ბოროტი გოლიათი ღმერთების წინაშე.

სკანდინავიური მითოსი

ღმერთებთან ბრძოლის ამსახველ იტორიებს (რომელიც საფუძვლად
უდევს ამირანის ლეგენდას) ვხდებით ასევე სკანდინავიურ მითებშიც. 

თავდაპირველად იყო დიდი ქაოსი – გინნუნგაგაპ-ი, სადაც ერთადერთი, უზარმაზარი გოლიათი იმირი ცხოვრობდა. ერთხელ იმირს ჩაეძინა, ძილის დროს მისი ხელებიდან ორი გოლიათი, ფეხების შერწყმიდან კი მესამე გოლიათი იშვა. ასე წარმოიშვნენ ყინულის გოლიათები რომლებიც
ყინულოვან ნიფლხეიმში დასახლდნენ. საბოლოოდ ისინი ღმერთებთან ბრძოლას შეეწირნენ, მაგრამ
გადარჩენილთაგა იშვნენ ეტუნები (მჭამელნი)
რომლებიც წარმოუდგენელი ძალით გამოირჩეოდნენ და „მამების“ მიერ ღმერთებთან წამოწყებულ ბრძოლას განაგრძნობდნენ. მაგრამ ყოფილა შემთხვევები როცა ისინი ღმერთებთან სქესობრივ კონტაქტშიც შესულან. მათი სამყოფი უტგარი ციტადელი იყო, რომელიც სკანდინავიური კოსმოლოგიის 9 სამყაროდან ერთ-ერთში-ეტუნხეიმში. ატუნხეიმი ადამიანთა სამყაროდან მიდგარდიდან უზარმაზარი მთებითა და ტყეებით იყო გამიჯნული. ღმერთთა სამყოფ ასგარდიდან
კი გაუყინავი მდინარით ივინგით იყო გამოყოფილი. ეტუნები აღწერილია როგორც საშნელი არსებები მოლურჯო ფერის კანით, კლანჭებითა და ეშვებით. კოლოსალური ძალით გამორჩეულნი ჭკუით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ, სწორედ ეს იყო ის ერთერთი მიზეზი რომლის წყლობითაც ღმერთები ხშირად იმარჯვებდნენ მათზე. მხოლოდ უხუცეს ეტუნს მიმირს შეუძლია წონადი, ბრძნული რჩევის მიცემა, რომელსაც ზოგჯერ ღმერთებიც უგდებდნენ ყურს.

არსებობდნენ ასევე ცეცხლოვანი გოლიათებიც რომლებიც მუსპელხეიმში ცეცხლის სამყაროში ცხოვრობდნენ. მათ შავკანიანი გოლიათი სურტური მეთაურობს და სწორედ ისინი დაიწყებენ სამყაროს განადგურებას მას შემდეგ რაც ცეცხლს მისცემენ სამყაროს ხეს – იგგდრასილსდა ამ ბრძოლის დროს (ჟამს) რაგნაროკა ჰქვია,
ღმერთებისა, ეტუნების, ცეცხლოვანი გოლიათებისა და ურჩხულების საბოლოო ბრძოლა

იაპონია

იაპონიაში დიდ გოლათებს ონის უწოდებდნენ, მათ ადამიანის მსგავსი აღნაგობა, ცხოველის იერსახე, ეშვეი
და კლანჭები აქვთ. მათი კანის შეფერილობა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მაგალითად
 მოწითალო კანიანებს აკა-ონის უწოდებენ,მოლურჯოთ აო-ონის. ისინი ვეფხის ტყავისაგან
შეკერილ სამოს ატარებენ და ხელკეტებით იბრძვიან. თავიდან მათ კეთილ არსებებად, ადამიანის
მცველებად მიიჩნევდნენ. მაგრამ შემდგომ ისინი ბოროტი ძალების მოკავშირეებად და ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველებად გვევლინებიან. გამოუცნობია რატომ მოხდა მათი ასე გადასხვაფერება და საერთოდ რაში დასჭირდა ჯოჯოხეთის კარიბჭეს ასეთი დაცვა. მაგრამ მიუხედავათ მათი ასეთი არასახარბიელო ტრანსფორმაციისა დღესაც შეიძლება ვიხილოთ მათი  როგორც ადამიანთა საცხოვრებელი კერის დამცველების,
ავი ძალებისაგან მფარველი არსების გამოსახულებები.

მაიას ტომი

მაიას ტომის მითოსში არსებობდა გოლიათი დემონი რომელსაც
ნიანგის იერი ქონდა. მაიას ტომელებს მიაჩნდათ რომ სწორედ მან თავის ძმა კობრაკანთან ერთად შექმნეს მთები. ერთხელ
ის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, გზად ოთხასი ბიჭი შემოხვდა (სავარაუდოდ ისინი ალკოჰოლის
 მფარველი, უმცროსი ღვთაებები იყვნენ) ბიჭები სახლის აშენებას ლამობდნენ, მაგრამ ვერაფრით გაეთხარათ ორმო რომელში სახლის მთავარი, საყრდენი ბოძი უნდა ჩაეშვათ. დემონმა მათი დამცირების დამტკიცების მიზნით დახმარება შესთავაზა და უზარმაზარი ორმო ამოთხარა, შიგ ჩავიდა და მორის ნელა დაშვება უბრძანა. ბიჭებმა, რაკიღა ბოროტი დემონი ორმოში დაიგულეს მისი განადგურების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მორი მთელი ძალით გადაეშვეს. ცბიერმა დემონმა წინასწარ განსაზღვრა შესაძლო საფრთხე და მთავარი ორმოს გვერდით კიდევ ერთი ორმო ამოთხარა სადაც თავი შეაფარა და გადარჩა. როცა ბიჭებმა დემონი მოკლულად დაიგულეს სახლი ააშენეს და ალკოჰოლის სმას შეუდგნენ. დემონმა დაიცადა სანამ ბიჭები დათვრებოდნენ,
ორმოდან ამოძვრა და ბიჭები დახოცა. ლეგენდის თანახმად ალკოჰოლის მფარველი ჭაბუკები ღმერთებმა ცაში აიყვანეს და ვარკვლავთ პლიადაში დააბინავეს. ხოლო ბოროტი დემონი ზაპაკნა გმირმა ტყუპებმა ხინახპუმ და კსბალანკიმ მოკლეს.

სამხრეთ ამერიკაში, ტიკიკაკას ტბის მახლობლად, ზღვის დონიდან დაახლოებით 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე დღესაც დგას მეგალითი „გიგანტთა ქალაქი“. არქეოლოგებმა აქ ზღვი კვალს მიაგნეს და სავარაუდოდ, რაოდენ გასაკვირიც
არ უნდა იყოს, ეს ქალაქი საპორტო ნაგებობას წარმოადგენდა. დააკვირდით ამ სურათს. პატარა, კლდეში კვეთილ კიბის საფეხურებს გვერდით საგრძნობლად მაღალი, დიდი ფეხისთვის განკუთვნილი საფეხურები მიჰყვება.


ირლანდია

ირლანდიური მოთოსი მოგვითხრობს გიგანტთა რასის ფომორიების შესახებ, რომელზედაც მეთერთმეტე საუკუნის „რუხი ძროხის წიგნში“-ა მოთხრობილი. ფომორიები გიგანტური ზომისა იყვნენ, უმეტესობასადამიანის აღნაგობა და თხის სახე ქონდათ, ზოგსაც ცალი ხელი, ცალი ფეხი ან სულაც (ციკლოპების მსგავსად) ცალი თვალი ქონდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც  თანამოძბეებიდან სილამაზით რომ გამოირჩეოდნენ. სხვა ხალხის მითებში აღწერილი გოლიათებისაგან ისინი იმითაც გამოირჩეოდნენ რომ ცხოვრობდნენ წყლის სიახლოვეს, ან სულაც წყალში (წყალქვეშ), მათი ძირითადი საკვები კი თევზი იყო. (ძველ ირლანდიურ ენაზე სიტყვა fo muireნიშნავს წყალქვეშ-ს)

ბასკები

ბასკები, რომელთაც ყველაზე მეტი საერთო აქვს საქართველოსთან, ასევე მოგვითხრობენ გოლიათთა კასტაზე რომელთაც ჯენტილაკებს ( კეთილშობილებს) ეძახდნენ. ისინი ისეთი გიგანტური ზომების იყვნენ რომ ჩვეულებრივი სვლით კვეთდნენ ზღვას. მოწყენილობის გამო კი მთების სროლით ირთობდნენ თავს. ბასკების ყოფას შემორჩა ასეთივე სახის თამაში, სადაც ბურთს ისვრიან– ლეპოტა. ეს თამაშ სწორედ გიგანტების მოწყენილობის ჟამს თავშესაქცევ მთების სროლას
ჰგავს. გოლიათები ძალზედ ჭკვიანები იყვნენ, სწორედ მათი მეცადინეობით ისწავლეს ადამიანებმა ლითონის დამუშავება, სამეურნეო იარაღების შექმნა, მარცვლეული კულტურების მოყვანა და სხვა მრავალი რამ. ისინი გაუჩინარდნენ მას შემდეგ რაც ცაზე მოციმციმე მნათობი ღრუბელი გამოჩნდა. ბასკების მიწაზე კი მათმიერ აგებული უზარმაზარი მეგალითები დარჩა. მეგალითები, რომლებიც ასე ძალიან გვაან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ციკლოპურ ნაგებობებს.

ყველაზე თვალსაჩინო და ამოუცნობი მაინც ეგვიპტური ნახატები, ძეგლები და ბარელიეფებია. სადაც ჩვეულებრივი ადამიანების გვერდით გიგანტური არსებებია გამოსუახული, რომლებიც ხშირად (როგორც ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა გვაჩვენა) გვევლიანებიან პირველი ფარაონების, ან სულაც ზეციდან მოვლენინი ღმერთების სახებად, რომლებმაც ადამიანებზე ჰეგემონობა აიღეს თავზე და ასწავლეს მათ სხვადასხვა მეცნიერებეი. (როგორც ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა გვაჩვენა ანალოგიური – ადამიანის მასწავლებლის, ზე ცოდნის მატარებელი არსებების თითქმის იდენტური თარგი ყველა ლეგენდას ახასიათებს)

გარდა გამოსახულებებისა მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს რომ ეგვიპტეში, 1890 წელს აღმოაჩინეს ქვის სარკოფაგი, სადაც თიხის „კუბოში“ ორმეტრიანი ქალის მუმია ესვენა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად. მიუხედავად იმისა რომ მუმია ორი მეტრის სიმაღლის იყო, ის მაინც გაცილებით მაღალია ჩვეულებრივი ადამიანის სიმაღლესთან შედარებით და მისი აღნაგობაც არაგავს ადამიანისას. საცნაურია ის ფაქტიც რომ აღმოჩენილი ქალი და მისი შვილი ქერა, უფრო წითურთმიანები იყნენ. რაც მეტად უფრო საინტერესოა რადგან ბოლო კვლევების თანახმად, ადრინდელი დიაოხის მოსხლეობა სწორედ მოწითური, ქერა თმიანი იყო.

ეგვიპტეში შემონახული ესოდენ ხელუხლებელი და ვერ წაშლილი მასალა რომ არა გავიხსენოთ სვანეთში შემონახული ლეგენდა ბუშებზე. რომლებიც დაწინაურებულ
კასტას წარმოადგენდნენ და ადამიანებს მართავდნენ. ხოლო შემდეგ, რაც მათ მედიდურობას 
ვეღარ გაუძლეს (სავარაუდოდ მას შემდეგ რაც მათ მიერ გადმოცემულ ცოდნას სრულად დაეუფლნენ. ერთგვარი ადამიანური „მადლიერების“ ჟესტი) ადამიანებმა მათ ომი გამოუცხადეს და სვანური გადმოცემით „ამოხოცეს“.

აღდგომის საიდუმლოებებით მოსილი კუნძულის ლეგენდა კი გვაუწყებს – 30 მეტრიანი, უზარმაზარი ქვიდან ნათალი კერპები „ზეციდან ჩამოვარდნილმა ღმერთებმა ააგეს“-ო. ზეციდან ჩამოვარდნილნი, მთვარიდან მოფრენილნი, რღუბელთ მცხოვრებნი, ვარსკვლავების მკვიდრნი, დედამიწაზე „ცეცხლის“ ჩამომტანნი არსებები და კიდევ არაერთი, ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ფრაზები რომლებიც მათ საიდუმლოებებით დაფარულ ყოფას გვახსენებს. და ვინ იყვნენ ეს ზეციდან ჩამოვარდნილი ღმერთები რომლებმაც იარაღი გამოუჭედეს ღმერთებს, რომლებმაც ადამიანებს მშენებლობა, ლითონის დამუშავება, მარცვლეულის მოყვანა, მიწათმოქმედება ასწავლეს. რომელთა კვალს მთელს დედამიწაზე პოულობენ არქეოლოგები, რომელთა სახეები ასე ხშირად გვხდება ლეგენდებში, მითებში, ზღაპრებში. რომელთა არსებობას რტომღაც ალმაცერად უყურებს თანამედროვე, აკადემიურ-კლასიკური მეცნიერებები.


„თუკი თანამედროვე ისტორიულ ცოდნას ერთ დიდ მუზეუმად წარმოვიდგენთ, აღმოჩნდება რომ ამ მუზეიმის საკმაოდ ბევრი ოთახი დალუქულია“


Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s